Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილიის გამოყენების წესის შენახვა მოხდეს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს სტუდენტის სტატუტის შესახებ ცნობების ხელმოსაწერად.
3.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს ფაკულტეტის ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დოკუმენტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი მითითებით.
4.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი                        /ნანი გაფრინადაშვილი/